ფეხბურთი

12:20 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

Bild: დემბელემ "ბაიერნს" უარი უთხრა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა უსმან დემბელემ მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე უარი განაცხადა. როგორც Bild-ი იუწყება, 22 წლის მოთამაშეს გერმანელებმა წინადადებით მიმართეს, თუმცა ფრანგმა "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვიტა.

დემბელე "ბლაუგრანამ" 2017 წელს "დორტმუნდიდან" 125 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ფრანგმა "ბარსელონას" რიგებში ორი სეზონის განმავლობაში 65 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.231805