ფეხბურთი

22:18 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ელმასს დაიმატებს

ჩრდილოეთ მაედონიის ეროვნული ნაკრების და "ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველი ელიფ ელმასი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. როგორც Sky Sport Italia იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ ნეაპოლელები 16 მილიონ ევროს გადაიხდიან და მოთამაშის თავის გამოჩენის შემთხვევაში ბონუსების გადახდაცაა დაგეგმილი.

19 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 10 მილიონი ევროა. თურქულ გრანდში ელმასი "რაბოტნიჩკიდან" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 47 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი ელიფმა 11 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117099