ფეხბურთი

20:15 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იკარდი "ინტერის" წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს

არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი მილანის "ინტერის" აზიურ ტურნეს გამოტოვებს. როგორც იტალიური გრანდის განცხადებაშია ნათქვამი, კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთამერიკელი აზიაში გასამართ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ იკარდის კლუბის დატოვება მოუწევდა, თუმცა გუნდთან ერთად უნდა ევარჯიშა. ახლა კი, მაურო ინდივიდუალურად მოემზადება და ასევე ახალი კლუბის ძიებაში იქნება. იკარდი "ინტერში" 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 219 მატჩში 124 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112714