ფეხბურთი

18:57 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი: "ლეიკემია მაქვს, მაგრამ მჯერა ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ"

იტალიური „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიას ებრძვის. ამის შესახებ ვეტერანმა სერბმა ფეხბურთელმა დღეს სპეციალურად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე საჯაროდ ისაუბრა.

სინიშას განცხადებით, ვითარება მძიმეა, მაგრამ ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს:

„რამდენიმე გამოკვლევა ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ოთხი თვეა ლეიკემა მაქვს. როდესაც გუნდი შეკრებაზე წავიდა, ვთქვი, რომ სიცხე მქონდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. როდესაც გამოკვლევამ აჩვენა, რომ ლეიკემია მაქვს, ორი დღე ოთახში ჩაივიკეტე, ვტიროდი და ვფიქრობდი ყველაფერზე. მდგომარეობა საკმაოდ მწვავეა და სერიოზულ ფორმებშია. მიუხედავად ამისა, დრო სჭირდება და განიკურნება, მებრძოლი ადამიანი ვარ და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ“, - თქვა მიხაილოვიჩმა.

50 წლის მიხაილოვიჩს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და სხვადასხვა პერიოდში „ვოივოდინას“, „ცრვენა ზვეზდას“, „რომას“, „სამპდორიას“, „ლაციოსა“ და „ინტერის“ რიგებში თამაშობდა.

0.115204