ფეხბურთი

16:34 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" დაადასტურა: დე ლიხტი გუნდს შეკრებაზე არ გაჰყვა

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსს“ კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჰოლანდიური გრანდი დღეს ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ გუნდთან ერთად არ იმყოფება 19 წლის ფეხბურთელი.

„დე ლიხტი გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის არაა შესაძლო ტრანსფერო გამო. ამიტომ, გუნდთან ერთად ავსტრიაში არ მიემგზავრება“, - ნათქვმია განცხადებაში.

როგორც ჰოლანდიური და იტალიური მედია წერს, ყველაფერი გადაწყვეტილია და მხარეები შეთანხმდნენ. „აიაქსი“ 70 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, ხოლო დე ლიხტი „იუვენტუსთან“ 5-წლიან კონტრაქტს სეზონში 12-მილიონ ევროიანი ანაზღაურებით გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112676