ფეხბურთი

15:30 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: "ბარსელონას" ღირსებას თავდადებით დავიცავ"

კატალონიის „ბარსელონას“ ახალწვეული ანტუან გრიზმანი პირველ კომენტარს აკეთებს. ფრანგი ფეხბურთელი ესპანური გრანდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს:

„მამაჩემმა მასწავლა, რომ მატარებელი მხოლოდ ერთხელ არ მოდის. ახლა დადგა დრო ახალი გამოწვევა მივიღო და საბოლოოდ ჩვენი გზები გაერთიანდა. „ბარსელონას“ ღირსებას ერთგულად და თავდადებით დავიცავ. ეს ჩვენი მომენტია, ეს ჩვენი გზაა“, - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონას“ ფეხბურთელი გუშინ ოფიციალურად გახდა კატალონელებმა 120 მილიონი ევრო გადაიხადეს.

0.110363