ფეხბურთი

1:45 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტაროს აგენტი: "თუ მესის მარტინესთან ერთად თამაში უნდა, "ინტერში" გადავიდეს"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის აგენტი ბეტო იაკუე გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ლიონელ მესის მისი „ბარსელონაში“ ხილვა სურს.

ლაუტაროს აგენტის განცხადებით, თუ ასეა, მაშინ მესი „ინტერში“ უნდა გადავიდეს.

„სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გაქებს. ამის შემდეგ ლაუტაო კიდევ უფრო მეტადაა მოტივირებული, რომ განვითარება გააგრძელოს. ამ მომენტში მხოლოდ „ინტერზე“ ფიქრობს, „ბარსელონადან“ არავინ დაგვკავშირებია და ეს მხოლოდ ჭორებია.

თუ მესის ლაუტაროსთან ერთად თამაში უნდა, მაშინ „ინტერში“ გადავიდეს, ეს „ნერაძურისთვისაც“ ძალიან კარგი იქნებოდა“, - თქვა იაკუემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლაუტარო მარტინესს „ბარსელონას“ უკავშირებენ. ახალგაზრდა არგენტინელი „ინტერს“ ერთი წლის წინ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113488