ფეხბურთი

19:10 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" და "აიაქსმა" დე ლიხტის ტრანსფერზე შეთანხმება მოახერხეს

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი მიმდინარე კვირაში „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. როგორც De Telegraaf-ი იტყობინება, კლუბები ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ.

„იუვენტუსი“ „აიაქსს“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის და 19 წლის მცველს გაიფორმებს. აღსანიშნავია, რომ ტურინელთა ბოლო წინადადება 67 მილიონი ევრო გახლდათ, ხოლო ამსტერდამელები 75 მილიონს ითხოვდნენ. საბოლოოდ, დათმობაზე ორივე მხარე წავიდა.

„აიაქსი“ ხვალ ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, მაგრამ გუნდს არ გაჰყვება დე ლიხტი, რომელიც გეზს ტურინისკენ აიღებს, სადაც სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ მატის დე ლიხტისთვის ბრძოლაში „იუვენტუსმა“ პსჟ და „ბარსელონა“ დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112059