ფეხბურთი

18:00 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" პირველი იტალიური გუნდია, რომელსაც საკუთარი სასტუმრო ექნება

იტალისი ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ 24 აგვისტოს საკუთარ სასტუმროს გახსნის სახელწოდებით - J Hotel. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება, რადგან „ბებერი ქალბატონი“ პირველი იტალიური გუნდი გახდება, რომელსაც საკუთარი სასტუმრო ექნება.

ნაგებობა „ალიანც სთედიუმიდან“ 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს და 11 200 კვადრატულ ტერიტორიაზე იქნება გაშენებული, რომელიც სპა ცენტრს, საკონფერენციო დარბაზებსა და 200 ადამიანზე გათვლილ რესტორანს მოიცავს.

სასტუმროში 138 ნომერი იქნება და ერთი ნომრის ღირებულება ღამეში 116 ევროს შეადგენს. ნომრების დაჯავშნა 24 აგვისტოდან უკვე შესაძლებელია.

გარდა ამისა, J Hotel-ში ფეხბურთელებიც სურვილისამებრ იცხოვრებენ. მაგალითად ის მოთამაშეები, რომლებიც ტურინში ჯერ კიდევ სახლის ძიებაშია არიან - აარონ რემზი და ადრიენ რაბიო. ცნობილია, რომ აქვე იცხოვრებს მაურიციო სარი, რომელსაც სურს კლუბის ბაზასთან რაც შეიძლება ახლოს იმყოფებოდეს.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114842