ფეხბურთი

16:21 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "2018 წლის მუნდიალზე სამპაოლი გამარჯობასაც არ მეუბნებოდა"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ხორხე სამპაოლის შესახებ ისაუბრა. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, სამპაოლი 2018 წლის მუნდიალის დროს საერთოდ არ ელაპარაკებოდა.

„სამპაოლის მუნდიალამდე შევხვდი, როდესაც ტურინში ჩამოვიდა. თუმცა, რუსეთში ჩვენს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩემთან არც მოდიოდა, არ მესალმებოდა, არ კითხულობდა, როგორ ვიყავი. ასეთი რამ მანამდე არ მინახავს, მასთან არასდროს მისაუბრია მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში“, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე არგენტინა მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. დიბალა კი „ალბისელესტეს“ ძირითად შემადგენლობაში ხსენებულ ტურნირზე ერთხელაც არ ყოფილა.

0.117966