ჩოგბურთი

15:07 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ნახევარფინალშია

გერმანულ მარბურგში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

წყვილთა შეჯიბრში ალექსანდრე მეტრეველმა და თურქმა ალტუნა ტუნამ ავსტრალიელები – მისლავ ბოსნიაკი და მეტიუ დელავედოვა 6:4, 6:3 დაამარცხეს და ნახევარფინალში გააღწიეს.
თუ ვის შეერკინებიან ქართველი და თურქი ჩოგბურთელები ფინალის საგზურისთვის, მოგვიანებით გაირკვევა.
17 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ დალაქიშვილი სერბულ პროკუპიეში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ დალაქიშვილმა რუს ანგელინა ჟურავლიოვას 6:1, 6:4 სძლია, მე-2 წრეში კი მე-3 ნომრად განთესილ ავსტრალიელ სეონე მენდეზთან 4:6, 3:6 დამარცხდა.

Loading...
0.128286