ფეხბურთი

13:34 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხეტიანი ყაზახ ჟურნალისტებს: "ქართული ენა უძველესი და ულამაზესია, ამიტომ ვსაუბრობ ქართულად"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ყაზახეთში „ორდაბასთან“ მატჩისწინა და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე საუბრობდა და ადგილობრივი ჟურნალისტების რუსულად დასმულ კითხვებსაც მშობლიურ ენაზე პასუხობდა.

ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენაც იცის, მაგრამ ჩხეტიანი მედიას თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრობდა.

ესეც ჩხეტიანის პასუხი აღნიშნულ საკითხზე, რომელსაც „ტორპედოს“ ვებგვერდი ავრცელებს:

- გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?

- იმიტომ რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122689