ფეხბურთი

0:10 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

ინგლისის 16-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ვესტ ბრომვიჩის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი ლუი ბარი "ბარსელონაში" გადავიდა. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 16 წლის ფეხბურთელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და თავდაპირველად "ბლაუგრანას" 19-წლამდელთა გუნდში იასპარეზებს.

ბარი "ვესტ ბრომვიჩის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. გასულ სეზონში ლუიმ 16 მატჩი ჩაატარა და თავი ოთხი გოლით და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისის 16-წლამდელთა გუნდში კი თავდამსხმელი2018 წლიდან ასპარეზობს და ცხრა შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119325