ჩოგბურთი

11:20 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ESPN-მა ფედერერი და სერენა უილიამსი წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად დაასახელა

ლოს ანჯელესში პრესტიჟული პრემიის ESPY (Excellence in Sports Performance Yearly Award) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ პრემიას ამერიკული სპორტული ტელეარხი ESPN აწესებს.

საუკეთესო კაც ჩოგბურთლად შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაასახელეს. მისი კონკურენტები იყვნენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფაელ ნადალი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი.

ქალთა შორის საუკეთსო ამერიკელი სერენა უილიამსი გახდა. მან რუმინელ სიმონა ჰალეპს, იაპონელ ნაომი ოსაკას და ჩეხ პეტრა კვიტოვას აჯობა.

2018 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე სერენას ოსაკასთან ფინალში წაგება, წლის სენსაციის ნომინაციაში გამარჯვების კანდიდატი იყო, თუმცა საბოლოოდ, ასეთად მძიმეწონოსანთა კრივში ენდი რუისის ენტონი ჯოშუაზე გამარჯვება დაასახელეს.

Loading...
0.165156