ფეხბურთი

9:05 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ESPN-მა მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ამერიკულ ტელეარხ ESPN-ის სპორტსმენთა ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ცნობილი გახდა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი დაასახელეს.

გასულ სეზონში მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბადირი გახდა (34 მატჩში 36 გოლი). ასევე მან პირველ-მეორე ადგილები გაიყო სევილიელ პაბლო სარაბიასთან, საუკეთესო ასისტენტის შჯიბრშიც. ორივე 13 საგოლე პასით გამოირჩა.

2018/19 წლების სეზონში მესი ესპანეთის ათგზის ჩემპიონი გახდა. ასევე მოიგო „ოქროს ბუცი,“ რომელიც ევროსეზონის საუკეთესო მეგოლეს გადაეცემა. მან 72 ქულა დააგროვა.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებში კი 10 მატჩში 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

არგენტინის ნაკრებთან ერთად კი მან ახლადდამთავრებულ კოპა ამერიკაზე მესამე ადგილი დაიკავა.

მესის გარდა ESPN-ის ჯილდოს კანდიდატები კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე და ვირჯილ ვან დეიკი იყვნენ.

0.117018