ფეხბურთი

21:10 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვინ რამდენი დახარჯა ტრანსფერებში ბოლო ათწლეულში - TOP 10

თანამედროვე ფეხბურთი სატრანსფერო აქტივობების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს ძალიან რთულია წარმატებაზე იფიქრო და დაისახო მიზნად, თუ ჯიბეზე ხელს არ გაიკრავ და დიდძალ თანხას არ დახარჯავ.

ცხადია, ევროპული გუნდები და განსაკუთრებით გრანდები მიმდინარე ზაფხულსაც აქტიურობენ. საინტერესოა, რა მდგომარეობაა ბოლო 10 წლის მონაცემებით.

როგორც გაირკვა, 2009 წლიდან დღემდე ტრანსფერეში ყველაზე მეტი ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ დახარჯა - 1.75 მილიარდი ევრო!

უკანასკნელი 10 წლის მონაცემებით კი, ტრანსფერებში ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი შემდეგმა ათმა გუნდმა გაიღო:

1. „მანჩესტერ სიტი“ – 1.750 მილიარდი ევრო

2. „რეალი“ – 1.460 მილიარდი ევრო

3. „ბარსელონა“ – 1.440 მილიარდი ევრო

4. „ჩელსი“ – 1.400 მილიარდი ევრო

5. „იუვენტუსი“ – 1.240 მილიარდი ევრო

6. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 1.210 მილიარდი ევრო

7. „პარი სენ ჟერმენი“ – 1.200 მილიარდი ევრო

8. „ლივერპული“ – 1.120 მილიარდი ევრო

9. „ატლეტიკო“ – 983 მილიონი ევრო

10. „ინტერი“ – 939 მილიონი ევრო

სტატისტიკა
0.223734