ფეხბურთი

16:50 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტატანაშვილი "სიონში" ითამაშებს

დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას “სიონში” გააგრძელებს. 35 წლის თავდამსხმელი ბოლნისურ კლუბს "თელავიდან" შეუერთდა. გამოცდილი თავდამსხმელი "სიონის" ღირსებას 2015 წლის სეზონში იცავდა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ამასთანავე, "სიონი" კიდევ ერთი თავდამსხმელით გაძლიერდა. ბოლნისელთა რიგებში კახა კახაბრიშვილი ჩაირიცხა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიოდა. მან "ცხინვალის" რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.119281