ძიუდო

19:55 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა ვიზიტი იაპონიაში

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და აღმასკომის წევრი დავით ქევხიშვილი იაპონური მხარის მიწვევით ფუკუოკაში იმყოფებიან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

თავდაპირველად, ისინი ფუკუოკას პრეფექტურის გუბერნიაში შეხვდნენ ვიცე-გუბერნატორს, დაათვალიერეს ომუტას უნივერსიტეტის ბაზა, სადაც შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ჩატარდეს შეკრება.

ასევე შეხვდნენ ქალაქ ომუტას მერს მასაჰირო ნაკაოს და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს მომავალში უფრო ფართო ურთიერთობებს, ცოდნის გაზიარებისა და სპორტსმენთა გაცვლითი ტიპის ღონისძიებებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124748