ფეხბურთი

12:52 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „პოგბას ოქროს გული აქვს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს პოლ პოგბას გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ესაუბრა.

„ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ და არ გვაქვს ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობა. ჯერჯერობით მათ თაობაზე არავისგან არანაირი წინადადება არ მიგვიღია.

რაც შეეხება პოგბას, ის არასოდეს განცალკევებულა გუნდისგან და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა მინდორზე. ის შესანიშნავი პროფესიონალია ოქროს გულით.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს ESPN.

არსად წავაო, ამბობს ნორვეგიელი სპეციალისტი. თუმცა, ბოლო დროს, ძალიან ბევრს საუბრობენ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის „იუვენტუსში“ ან მადრიდის
„რეალში“ გადასვლაზე.

0.117859