ფეხბურთი

22:02 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძე: "რუბინი" დიდი გუნდია და გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე"

ყაზანის „რუბინის“ ახალწვეულმა ბექა მიქელთაძემ რუსული გუნდის ვებგვერდთან ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის გადაწყვეტილებით, ბევრი არ უფიქრია და ყაზანელთა წინადადებას მალევე დათანხდა.

როგორც ჩვენებური ამბობს, ბედნიერია, რომ „რუბინში“ ითამაშებს და ეს მისთვის პატივია:

„რუბინი“ დიდი გუნდია შესანიშნავი ისტორიით. ვიცი, რომ შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებისთვის მიუღწევია. მახსოვს, „ბარსელონასთან“ გამარჯვება, როდესაცგუნდის ღირსებას ჩემი თანამემამულე ლაშა სალუქვაძე თამაშობდა. სანამ კონტრაქტს გავაფორმებდი, გენერალურ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ დიდი გეგმები აქვთ და ამიტომაც, კონტრაქტის გაფორმებაზე დიდი ხანი არ მიფიქრია.

ერთი სიტყვით სიამოვნებით შევუერთდი ამ გუნდს და ჩემთვის პატივია, რომ „რუბინში“ ვითამაშებ. ვიმედოვნებ, გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან“, - აღნიშნა მიქელთაძემ.

აქვე გეტყვით, რომ დღეს „რუბინმა“ მოსკოვის ცსკა-სთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და 0:4 წააგო. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. რუსეთის პრემიერლიგა კი, 13 ივლისს დაიწყება და ყაზანელები მოსკოვის „ლოკომოტივის“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130118