ფეხბურთი

19:00 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტადიჩი "აიაქსში" რჩება

ჰოლანდიური "აიაქსის" სერბმა ნახევარმცველმა დუშან ტადიჩმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა და კონტრაქტიც გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტადიჩს აქამდე კონტრაქტი 2022-წლამდე აკავშირდებდა, ახლა კი ბალკანელი ამსტერდამულ გუნდში 2023-წლამდე დარჩება.

2018 წელს ტადიჩი "აიაქსში" "საუთჰემპტონიდან" გადავიდა. განვლილ სეზონში დუშანმა ყველა ტურნირზე ერთად 56 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 38 გოლი გაიტანა.

0.11491