ფეხბურთი

13:00 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინს „იუვენტუსის“ დატოვება არ სურს

„იუვენტუსის“ არგენტინელი შემტევი, გონსალო იგუაინი უარს ამბობს კლუბის დატოვებაზე. მას არ სურს არც „რომაში“ და არც სერია A-ს სხვა გუნდში გადასვლა - გვამცნობს Sky Sport Italia.

წყარო წერს, რომ იგუაინმა პირადი მწვრთნელი დაიქირავა, რათა უკეთ მოემზადოს და ახალ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის, თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცოს.

გასულ სეზონში იგუაინი იჯარის წესით ჯერ „მილანში“ თამაშობდა, შემდეგ „ჩელსიში.“ „როსონერის“ შემადენლობაში მან 15 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე პასი მისცა. „ჩელსიში“ კი, 31 წლის ფეხბურთელი 14 შეხვედრაში 5 გოლით გამოირჩა.

„იუვენტუსთან“ მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113508