ფეხბურთი

10:18 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემს“ ბალოტელი შესთავაზეს

„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს - წერს The Telegraph. იტალიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა, „ვესტ ჰემის“ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის მისი კანდიდატურა შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერჯერობით არაფერი უპასუხია.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბალოტელი, „მარსელთან“ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, თავისუფალი აგენტია.

ამბობდნენ, ბალო „ბრეშასთან“ ერთად ვარჯიშობს და კლუბი მასთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებსო, მაგრამ ჭორები ჭორებად დარჩა.

0.114891