ფეხბურთი

3:35 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძე "რუბინის" ფეხბურთელია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე კარიერას ყაზანის „რუბინში“ გააგრძელებს. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ჩვენებურთან 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მიქელთაძე 2018 წლიდან ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა. გასულ სეზონში 21 წლის ქართველმა შემტევმა 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მანამდე მიქელთაძეს „დინამოს“, „ზესტაფონისა“ და „რუსთავის“ რიგებში უთამაშია. აქვე გეტყვით, რომ მიქელთაძემდე „რუბინმა“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ორი ქართველი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გაიფორმა.

ნიშანდობლივია ერთი გარემოებაც - სამივე ახალგაზრდა და სამივე შემტევია...

0.117162