სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:35 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფს" დადებითი და უარყოფითი მხარეებიც აქვს" - "საბურთალოს" ფეხბურთელების კომენტარები მატჩამდე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დებიუტისთვის მზადების დასკვნით პროცესშია. თბილისური გუნდი მოლდოვის ჩემპიონ „შერიფს“ ტირასპოლში დაუპირისპირდა.

თამაშამდე კომენტარი გააკეთეს „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა, რომელთა განცხადებით, მეტოქე გამოცდილი და ძლიერია, მაგრამ სუსტი მხარეებიც გააჩნია და ამის გამოყენებას ეცდებიან.

ლაზარე კუპატაძე: “10 ივლისი ჩვენი კლუბის ცხოვრებაში ისტორიული დღეა – პირველად ვითამაშებთ ევროტურნირებზე. დიდი მოლოდინით ვემზადებით მოახლოებული მატჩისთვის. გუნდში საბრძოლო განწყობაა. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას – დავბრუნდი სახლში, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ. “საბურთალო” ჩემი ოჯახია. აქ ბევრი სასიამოვნო და დაუვიწყარი დრო მაქვს გატარებული. მჯერა, მომავალში “საბურთალოსთან” ერთად წარმატებებს კიდევ მივაღწევ”.

დაჩი ცნობილაძე: “რუსთავთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, ყველა “შერიფთან” მატჩზე ვფიქრობთ. ვემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის. გავაანალიზეთ მეტოქის თამაში, ვნახეთ სუსტი და ძლიერი მხარეები. გუნდი მზად არის ისტორიული შეხვედრის ჩასატარებლად, წარმატების მისაღწევად კი ბოლომდე ვიბრძოლებთ. ევროპაში ჩვენთვის პირველი სერიოზული გამოცდაა, ვეცდებით კარგად წარმოვაჩინოთ თავი”.

გიორგი გაბედავა: “შერიფი” ძლიერი და უფრო გამოცდილი გუნდია, მაგრამ ისეთიც არაა, რომელთანაც შანსი არ გვექნება. ამას გარდა, მეტოქის რამდენიმე თამაში ვნახეთ. აქვთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დიდი ხანია, რაც ტირასპოლურ გუნდს ჩემპიონატში კონკურენტი არ ჰყავს. ძალიან სწრაფი და მოძრავი გუნდია.

რაც მთავარია, “საბურთალოშიც” კარგი შემადგენლობა შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქესავით ევროთასებზე გამოსვლის გამოცდილება არ გაგავაჩნია, შეთამაშებული გუნდი ვართ და საბრძოლო განწყობით მივემგზავრებით ტირასპოლში”.

გაგი მარგველაშვილი: “ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, “შერიფს” ბევრი ლეგიონერი ჰყავს და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. მათი სიძლიერე შარშანაც გამოჩნდა, როდესაც მოლდოველები ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდნენ.

ვერ ვიტყვი, რომ პირველ მატჩში თანაბარი შანსები გაგვაჩნია, რადგან გასვლაზე ვთამაშობთ და უპირატესობა ტირასპოლელებს აქვთ. თანაც, ეს გუნდი სახლში თამაშებს თითქმის არ აგებს. მოახლოებული შეხვედრა “საბურთალოსთვის” ისტორიულია. სასურველი შედეგის მისაღწევად, ფეხბურთელები ძალებს არ დავიშურებთ”, - ციტირებს ფეხბურთელების სიტყვებს „საბურთალოს“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, „საბურთალოსა“ და „შერიფის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი 10 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111909
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X