ფეხბურთი

0:37 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ისტორიული თამაშია და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დებიუტისთვის მზადების დასკვნით პროცესშია. თბილისური გუნდი მოლდოვის ჩემპიონ „შერიფს“ ტირასპოლში დაუპირისპირდა.

ამ მატჩის წინ ისაუბრა თბილისელთა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომლის განცხადებით, მეტოქე ევროპულ ასპარეზზე სტაბილურად თამაშობს და „საბურთალოსთვის“ ეს ისტორიული დაპირისპირება იქნება.

“ევროტურნირებზე “შერიფთან” პირველი ოფიციალური შეხვედრა გველის, რომელსაც თავისებური დატვირთვა აქვს. თუმცა, ვფიქრობ მზად ვართ გამოწვევისთვის. ველოდებით ისტორიულ მატჩს. ძალიან გვსურს გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და გავახაროთ გულშემატკივარი, წარმატებისთვის კი მაქსიმუმს გავიღებთ.

ორი ფეხბურთელის გარდა, ყველა მათგანი მწყობრშია და ემზადება ოფიციალური შეხვედრისთვის. “შერიფთან” ტრავმების გამო ინტერს გისა და ელვინ ტერას მოვისაკლისებთ.

რაც შეეხება მომავალ მეტოქეს – შარშან, როდესაც ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდნენ ვნახეთ თუ რა ძალას წარმოადგენენ. მოლდოველები სტაბილურად თამაშობენ ევროპაში. საკმაოდ კარგ კლუბთან მოგვიწევს ორი თამაშის გამართვა, თუმცა ვეცდებით საბოლოოდ გამარჯვებულები დავრჩეთ”, – ციტირებს „საბურთალოს“ ვებგვერდი ჭიაბრიშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, „საბურთალოსა“ და „შერიფის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი 10 ივლისს გაიმართება.

0.112739