ფეხბურთი

21:50 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვგმობთ მომხდარს და მივიღებთ შესაბამის ზომებს" - ნეიმარი პსჟ-ს შეკრებაზე არ გამოცხადდა

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ნეიმარი ფრანგული გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარიზელთა ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კლუბი განიხილავს საკითხს და შესაბამის ზომებს მიიღებს:

„ფეხბურთელი გამოძახებული გახლდათ შეკრების საწყის ეტაპზე, მაგრამ ის თვითნებურად არ გამოცხადდა შეთანხმებულ დროსა და ადგილას. პსჟ გმობს ამ სტუაციას და შესაბამის ზომებს მიიღებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საინტერესოა, რომ ნეიმარი გუშინ რიო დე ჟანეიროში იმყოფებოდა და კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფს ზეიმობდა. შეგახსენებთ, სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს პსჟ-ს დატოვების სურვილიც ამოძრავებს და „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114133