ფეხბურთი

13:27 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი მესის: "როდესაც მსაჯები "ბარსელონას" ეხმარებიან, კორუფცია არაა?!"

ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარკინიოსმა კოპა ამერიკის გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო დღე იყო.

„ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო დღეა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ნამდვილად განსაკუთრებულია, წარმოადგენ შენს ქვეყანას, ოჯახს, სამშობლოს. აქამდე ოლიმპიადა მქონდა მოგებული, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ეს პირველი წარმატებაა. ძალიან ბედნიერი ვარ“, - თქვა ბრაზილიელმა.

გარდა ამისა, მარკინიოსს ლიონელ მესის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა:

„როდესაც დამარცხდები საკუთარი თავი უნდა შეინარჩუნო და წაგებას შეეგუო. არგენტინამ ჩვენს წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, იყო მსაჯის შეცდომაც, რომელიც ყველა თამაშზე ხდება. მე არასდროს მინახავს, რომ მესის კორუფციაზე ესაუბროს, როდესაც მსაჯები „ბარსელონას“ სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს“, - დასძინა მარკინიოსმა.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების ფინალში ბრაზილიამ პერუ 3:1 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში მერცხედ მოიპოვა.

0.142276