ფეხბურთი

22:59 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი მძიმე სასჯელის პირისპირ: არგენტინელს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ლიონელ მესის შესაძლოა კონმებოლის ეგიდით გამართულ მატჩებში მონაწილეობის მიღება 2 წლით აეკრძალოს. ესპანური As-ის ინფორმაციით, კონმებოლი არგენტინელი ვარსკვლავის ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასჯაზე სერიოზულად ფიქრობს.

ამის მიზეზი კი მესის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომლის მიხედვითაც კონმებოლსა და კოპა ამერიკაზე მომუშავე სამსაჯო ბრიგადას კორუმპირებული უწოდა.

სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის შეფები მიიჩნევენ, რომ ლეომ გადაამეტა და ცილისწამებლური განცხადება გააკეთა.

თუ კონმებოლი გავრცელებულ ინფორმაციას სისრულეში მოიყვანს და მესის უმკაცრესად დასჯის, „ბარსელონას“ შემტევი არგენტინის ნაკრებს 2020 წლის კოპა ამერიკაზე და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118721