კალათბურთი

13:43 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კომისარი ქალთა ევრობასკეტის ბრინჯაოს მატჩს მოემსახურება
ევროპის ქალთა ჩემპიონატის დასკვნითი დღე ქართველი კომისრის თანამონაწილეობით ჩაივლის. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, რომელიც ქალთა ევრობასკეტს დაწყების დღიდან ემსახურება, ტურნირის ბრინჯაოს მატჩზე იმუშავებს. მერაბ რატიშვილი სერბეთისა და დიდი ბრიტანეთის მატჩს მოემსახურება, რომლის გამარჯვებულიც ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილს დაიკავებს.

მერაბ რატიშვილმა ქალთა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ლატვიის ქალაქ რიგაში იმუშავა, ხოლო ფინალურ ეტაპზე ბელგრადში გადმოინაცვლა და პლეი-ოფის ყველა ეტაპზე მოუწია მატჩების კომისრობა: მეოთხედფინალში საფრანგეთი – ბელგია, ნახევარფინალში ესპანეთი – სერბეთი, ხოლო როგორც თავში აღვნიშნეთ, დღეს მესამე ადგილისთვის მატჩს მოემსახურება. რატიშვილის პარტნიორები მოედანზე ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი იქნებიან რუმინელი მარიუს ჩულინი, ამერიკელი ემი ბონერი და ლატვიელი მარტინ კოზლოვსკისი. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისვთის და ქართულ სამსაჯო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟს უმაღლებს. ევრობასკეტის მატჩი მესამე ადგილისთის, რომელშიც სერბეთი დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდება და რომელსაც მერაბ რატიშვილი უკომისრებს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. www.gbf.ge
0.110325