კალათბურთი

11:40 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ინდიანა” ბითაძის გარეშე დამარცხდა

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს საზაფხულო ლიგაში პირველი ჩაატარა, თუმცა, როგორც ცნობილი იყო, მან ქართველი ცენტრის გარეშე ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ გოგას აშშ-ში ჩასვლა სავიზო პრობლემების გამო დაუგვიანდა, თუმცა, მისი პრობლემის გადასაწყვეტად სამუშაოები გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს და იმედია, მომდევნო შეხვედრაში ჩვენებურს უკვე საქმეში ვიხილავთ.
ბითაძის გარეშე კი (ის, ფორმალურად, განაცხადში მაინც იყო), ინდიანელებმა ლას ვეგასურ ლიგაში სასტარტო მატჩი “მემფის გრიზლისთან” ჩაატარეს და 75:101 დამარცხდნენ. შეხვედრაში გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი იყო, რომელიც “პეისერსმა” 15:31 წააგო.
ინდიანელთა სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: ბრაიან ბოუენ ჳჳ, ჯეილენ ჯონსონი, ალიზ ჯონსონი, ედმონდ სამნერი, აარონ ჰოლიდეი. საუკეთესო ეს უკანასკნელი 24 ქულით, დევონ აკოონ-პერსელმა 15 ქულა მიითვალა, ალიზ ჯონსონმა – 12, ხოლო ბოუენმა – 10.
“ინდიანა” ნევადაში მომდევნო მატჩს 9 ივლისს “დეტროიტ პისტონსთან” გამართავს, 10 ივლისს “ატლანტა ჰოუქსთან” თამაშია დაგეგმილი, 12-ში კი ბითაძის ახალი გუნდი “ტორონტო რეპტორსთან” შეხვედრას ჩატარდება.

0.112452