ფეხბურთი

11:19 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი: გფრ - ჰოლანდია 2:1 (VIDEO)

1974 წლის 7 ივლისს მსოფლიოს მე-10 ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ჰოლანდია 2:1 დაამარცხა. გოლები იოჰან ნეესკენსმა (ჰოლანდია), პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა (გფრ) გაიტანეს.მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” თამაშს 75 200 მაყურებელი დაესწრო.

გფრ (ნაკრებს ჰელმუტ შიონი წვრთნიდა): მაიერი, ფოგთსი, ბრაიტნერი, შვარცენბეკი, ბეკენბაუერი, ბონჰოფი, ჰიონესი, ჰელცენბაინი, მიულერი, ოვერატი, გრაბოვსკი.

ჰოლანდია (ნაკრებს რინუს მიხელსი წვრთნიდა): იონგბლადი, სურბაიერი, რიისბერგენი (დე იონგი), ჰაანი, კროლი, იანსენი, ნეესკენსი, ვან ჰანეგემი, რეპი, კრუიფი, რენსენბრინკი (რენე ვან დერ კერკჰოფი). შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ტეილორი სჯიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121012