სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:19 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის მორიგი აბდაუბდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბრაზილია, პერუ, არგენტინა, ჩილე... კოპა ამერიკის გათამაშებაში სავარაუდოდ დაფიქსირებული ასეთი განლაგება, მავანი არგენტინელი ქომაგისათვის სავარაუდოდ ბოლომდე არ გამოხატავს გუნდების რეალურ ძალებსა და შესაძლებლობებს, მაგრამ თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არგენტინის ეროვნულის გუნდის წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის საკითხი მე-18, ანუ ბოლო ტურამდე ბურუსით იყო მოცული, მესისა და მის საწყმსოს იღბალთან საპრეტენზიო ამ კოპა ამერიკაზეც არაფერი უნდა ჰქონდეთ.

ამბიცია ამბიციად და ნამუსიც კარგი რამაა. ვენესუელას უსუსტეს გუნდთან ვაგლახით მოგებული თამაშის შემდეგ, მინდორზე პირქვე გაშოტილი და სიხარულისაგან აცქმუტებული არგენტინელების მხილველი კაცი ბევრ რამეზე დაიწყებ ფიქრს, მაგრამ ამ ფიქრთაგან კარგი და სასიამოვნო თითქმის არცერთი არ არის. სიმართლე რომ გითხრათ, ისიც ძალიან მეეჭვებოდა, რომ ისეთი უცნაური ზნის მქონე მწვრთნელი, როგორიც ლიონელ სკალონია, ბრაზილიასთან უპრინციპულესი მატჩის მოგებას თუ შეძლებდა. ზნე ის უმთავრესი უბედურებაა, რამაც აგერ უკვე ამდენი წელია არგენტინის ნაკრებს საკუთარი სახე დაუკარგა და ეს გუნდი როგორ ფეხბურთს თამაშობს, ამის გამოცნობა შამანთა-შამანსაც კი გაუჭირდება.

ესპანეთის პრიმერასა და ჩემპიონთა ლიგაში დიდებულად მოთამაშე ლეო მესი, ნაკრებში საკუთარი თავის აჩრდილად არის ქცეული, აყლაყუდა მცველები კი ნაკრებში თამაშისას მაღალ ბურთებზე ბრძოლას ისეთი შიშ-კანკალით ერიდებიან, გაოგნებული დარჩები. აფსუს, მისნობისა და ჯადო-მჩიბავობის რომ არ მჯერა, თორემ ყველაფერს დათარსვის მრავლისამხსნელ ფენომენს დავაბრალებდი და ისეთივე დამშვიდებული ვიქნებოდი, როგორიც მაგალითად ჩილეს ნაკრების დაშხოშიანი მწვრთნელის, თუმცა არც ისაა სიმშვიდის მაგალითი.

გახსოვთ მარსელო ბიელსა? ამ კაცს არგენტინის ნაკრებიდან გაგდების შემდეგ, გულში რა დარდ-ბალღამიც ჰქონდა, მარადონასა და ჟოზე მოურინიოს მსგავსად ჟურნალისტებზე და კოლეგა მწვრთნელებზე კი არ ანთხია... იწვალა, იშრომა და ჩილეს ნაკრები მართლაც რომ კარგ გუნდად აქცია. ისეთ კარგ გუნდად, ჩილელებს ბოლო 10 წელი რომ არც დასიზმრებიათ. ჰოდა, ამ ოთხიოდ წლის წინ მაშინ როდესაც ბიელსა სანტიაგოს წვრილ-წვრილ ქუჩებში დააბიჯებდა და კათოლიკეცა და პროტესტანტიც ხვევნა-კოცნით ხვდებოდა, მაშინ არგენტინელები იცრემლებოდნენ. ასე იყო ახლაც...

ეგებ თავად ლიონელ სკალონიც ხვდება, რომ მის ისედაც შერყეულ ავტორიტეტს უხეირო მწვრთნელობით უფრო მეტად რომ იფუჭებს, მაგრამ ამ კაცის ავტორიტეტზე მეტად საფიქრებელი არგენტინული ფეხბურთის უბედური დღეა, რასაც აგერ ამდენი წელია გულდარდიანად ვუცქერით...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.125633
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X