ფეხბურთი

4:00 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მედალზე უარი ვთქვი, რადგან არ მინდა კორუფციის ნაწილი ვიყო, ყველაფერი ბრაზილიისთვის კეთდება!"

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ჩილესთან მატჩის შემდეგ გაცხარებული ჩანდა და ჟურნალისტებთან საუბარში სიბრაზე არც დაუმალავს. მესის განცხადებით, ბრინჯაოს მედლის მიღებაზე უარი თქვა, რადგან არ სურს კორუფციის ნაწილი იყოს.

ლეოს აზრით, ყველაფერი ბრაზილიის ნაკრებისთვის კეთდება და არგენტინა ფინალში მხოლოდ მსაჯების გამო ვერ გავიდა.

„მედალი არ მივიღე, რადგან არ მინდა კორუფციისა და უპატივცემულობის ნაწილი ვიყო. მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. კორუფცია და მსაჯი ხალხს არ აძლვდნენ უფლებას ფეხბურთით სიამოვნება მიეღოთ. ჩვენ ნახევარფინალში ბრაზილიაზე უკეთ ვითამაშეთ, თუმცა სიმართლე გითხრათ, კორუფციამ და მსაჯებმა ფინალში გასვლის უფლება არ მოგვცეს.

ბრაზილია მოიგებს თასს? ამაში ეჭვი არ მეპარება. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ყველაფერი ბრაზილიისთვის კეთდება. ვიმედოვნებ მსაჯები და VAR-ი არაფერზე იმოქმედებენ და პერუ შეძლებს ბრძოლას, რადგან ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ძალიან რთული იქნება“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, არგენტინამ მესამე ადგილისთვის მატჩში ჩილე 2:1 დაამარცხა, ხოლო მესი 38-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.

0.141985