ფეხბურთი

18:58 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რუბინმა" კვარაცხელიას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 18 წლის ქართველი შემტევი ყაზანელებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება ეს-ესაა დადასტურდა.

როგორც „რუბინის“ ვებგვერდი იტყობინება, ჩვენებურთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. განცხადებაში ფინანსური დეტალების შესახებ არაფერია ნახსენები.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა და 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა. თითქოს „რკინიგზელებს“ მისი შენარჩუნება სურდათ და ფეხბურთელსაც იგივე მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა.

საქართველოში კი ნიჭიერ შემტევს „დინამო თბილისისა“ და „რუსთავის“ რიგებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12826