ფეხბურთი

18:35 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი "ფენერბახჩეს" უახლოვდება

მესუთ იოზილი ძალიან ახლოსაა ლონდონის „არსენალის“ დატოვებასთან. Futbol arena-ს ინფორმაციით, სტამბოლის „ფენერბახჩე“ ინგლისურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

საუბარი ეხება ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას. „არსენალის“ სურვილია ფეხბურთელის გასხვისება, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს ვერ ხერხდება და იძულებულია იჯარას დათანახმდეს, რადგან გერმანელი უნაი ემერის გეგმებში არ ჯდება.

30 წლის იოზილი წარმოშობით სწორედ თურქეთიდანაა, თუმცა ისტორიულ სამშობლოში არასდროს უთამაშია. კარიერის განმავლობაში „არსენალის“ გარდა, „შალკეს“, „ვერდერისა“ და „რეალის“ ღირსება დაუცავს.

„მეთოფეთა რიგებში კი 2013 წლიდან ირჯება და 231 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 74 საგოლე პასი მიითვალა.

0.115807