ფეხბურთი

17:19 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირის გამარჯვებული უკრაინა გახდა

თბილისმა საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირს უმასპინძლა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე კოტე მახარაძის სახელობის თასისთვის საქართველოს, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მედიანაკრებები იბრძოდნენ. მედიატურნირი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, წრიული ფორმატით გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

კოტე მახარაძის თასს უკრაინის მედიანაკრები დაეუფლა. საქართველოს მეორე ადგილი ერგო, მესამეზე კი აზარბაიჯანელები გავიდნენ. მონაწილეებმა თასებთან ერთად სხვადასხვა ნომინაციისათვის განკუთვნილი პრიზებიც მიიღეს.

აღნიშნული ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

0.113677