ფეხბურთი

16:22 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" "რეალის" მცველი იყიდა

იტალიურმა „მილანმა“ მადრიდის „რეალისგან“ მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე სერია A-ს ვებგვერდმა დაადასტურა.

„მილანმა“ ფრანგ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო „რეალმა“ არაოფიციალური ცნობით 20 მილიონი ევრო მიიღო.

ტეო ერნანდესი „ატლეტიკოს“ აკადემიის აღზრდილია და“რეალში“ 2017 წელს გადავიდა, თუმცა „სამეფო კლუბის“ ღირსება მხოლდო 13 მატჩში დაიცვა. გასული სეზონი კი იჯარით „სოსიედადში“ გაატარა და 24 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

0.117659