ფეხბურთი

14:09 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს "ბარსელონაში" უნდა, პსჟ "რეალში" გაყიდვას ცდილობს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ნეიმარის გაყიდვას ცდილობს, ოღონდ მადრიდის „რეალში“. Marca-ს ცნობით, ბრაზიელილის დაბრუნება „ბარსელონას“ სურს, მაგრამ ფრანგები კატალონელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებენ.

როგორც გამოცემა წერს, პსჟ-ს ხემძღვანელობა „ბარსელონაზე“ მარკო ვერატის, ადრიენ რაბიოსა და ივან რაკიტიჩის ჩაშლილი ტრანსფერების გამო გაბრაზებულია და ნეიმარის „კამპ ნოუზე“ გაშვებას არ გეგმავს.

თავის მხრივ, „რეალის“ გეგმებაში ამ ეტაპზე ნეიმარის ყიდვა არ ჯდება, რადგან ზინედინ ზიდანის განკარგულებაში საკმაოდ ბევრი შემტევი ფეხბურთელი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ნეიმარი 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.112479