ფეხბურთი

11:30 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე ჩინეთში

ჟოზე მოურინიო შესაძლოა ჩინეთში ვიხილოთ. The Telegraph-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი „გუანჯოუ ევერგრანდეს“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.

მოურინიო ჩინეთის უმდიდრეს ადამიანს, ჰუეი კა იანომს შეხვდა, რომელმაც ჩინეთის სუპერლიგა დაარსა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. გარდა ამისა, „გუანჯოუ ევერგრანდის“ აქციების მფლობელიცაა.

მოურინიოს ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ გასული წლის დეკემბრიდან უმუშევარია. როგორც აქამდე არაერთხელ თავად აღნიშნა, სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება მიმდინარე ზაფხულიდან უნდა.

0.112165