ჩოგბურთი

0:25 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე პორტუგალიურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ კორუა-სეიქსაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

ერთეულთა შეჯიბრში მე-2 ნომრად განთესილი ბოლქვაძე მეოთხედფინალში მე-7 განთესვის მქონე ესპანელ ევა გერერო ალვარესთან 5:7, 3:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში ბოლქვაძემა და ლატვიელმა დიანა მარცინკევიჩამ ავსტრიულ-ზელანდიურ დუეტთან (ბაი-ჰურიგანი) 6:2, 3:6, 6:10 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123086