ფეხბურთი

1:05 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენმა" სარაბია დაიმატა

"სევილიას" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი პაბლო სარაბია კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ჯერჯერობით გარიგების თანხა უცნობია.

სარაბია მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და სარეზერვო გუნდიდან "ხეტაფეში" 2011 წელს გადავიდა. "სევილიამ" პაბლო 2016 წელს დაიმატა და ანდალუსიელთა რიგებში ჩატარებულ 151 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

სტატისტიკა
0.256661