ფეხბურთი

21:20 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გალაქსის" შეცდომა - IRBAHIMOVIC

ამერიკული MLS-ის ბოლო ტურში ლოს ანჯელეს „გალაქსიმ“ „ტორონტო“ 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიითვალა.

შვედი ამერიკაში ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მითუფრო გამარჯვების მომტანი დუბლით. თუმცა, ხსენებული თამაშის შემდეგ მედიის ყურადღება სხვა კუთხითაც მიიპყრო.

საქმე ისაა, რომ „გალაქსის“ მაისურზე იბრაჰიმოვიჩის გვარი შეცდომით ეწერა - IRBAHIMOVIC...

ცხადია, ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა, მცირე კურიოზთან მაინც გვაქვს საქმე. სხვათა შორის, ბუნებრივია, თანამედროვეობაში ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არაა და ფეხბურთელების გვარები მაისურებზე შეცდომით აქამდეც დაუწერიათ.

0.119879