ფეხბურთი

0:45 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზე ლუიში პორტუგალიაში დაბრუნდა

მოსკოვის "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ზე ლუიში კარიერას "პორტუში" გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კაპოვერდეელი ფეხბურთელი რუსულ გრანდში 2015 წელს "ბრაგადან" გადავიდა და პორტუგალიური ჩემპიონატი კარგად იცის. "სპარტაკში" ზე ლუიშმა 109 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. ზე ლუიში რუსეთის ჩემპიონი ერთხელ გახდა, ასევე სუპერთასს ერთხელ დაეუფლა.

0.111783