ფეხბურთი

20:15 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ორი ფეხბურთელი გაიფორმა

ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც ბოლო დროს ფეხბურთელებმა დატოვეს, ახლა უკვე გაძლიერების პროცესს შეუდგა.

როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, თემურ ჩოგაძე და პაპუნა ფონიავა „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავენ. ორივე ფეხბურთელი ბოლო „რუსთავში“ ირჯებოდა.

21 წლის ჩოგაძეს „რუსთავის“ გარდა ბათუმის „დინამოსა“ და „საბურთალოში“ უთამაშია, ხოლო ფონიავა ბათუმის „დინამოს“, საჩხერის „ჩიხურასა“ და „რუსთავის“ რიგებში ირიცხებოდა.

0.121896