ძიუდო

18:00 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე საზაფხულო უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გრიგალაშვილმა დილის სესიაში ესტონელი ასლანბეგ მაგომედკერიმოვი, ბრაზილიელი გილერმე შმიდტი და უზბეკი სუხრობ ტურსუნოვი დაჯაბნა, ნახევარფინალში კი მოლდოველ დორინ გოტონოაგასთან დამარცხდა.
ამგვარად, ტატო რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ყაზახი ბარაკ არკაბაი იპონზე დასცა, ფრანგი ნიკოლა შილარი კი – ვაზარიზე. მე-3 ადგილისთვის შერკინებაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსი აბას აზიზოვი იქნება.
დღესვე, ტატამზე ბექა უდესიანი (73 კგ.) გავიდა და რუმინელი მარიო იონიცა დააიპონა, მე-2 წრეში კი იაპონელ ჰიდეიუკი იშიგოოკასთან წააგო და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.
ვთქვათ ისიც, რომ ხვალ უნივერსიადაზე ძალებს გიორგი თუთაშვილი (66 კგ.) სცდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111504