ფეხბურთი

15:48 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ახლა ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკა და განვითარებაა"

ყაზანის „რუბინის“ ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 18 წლის ქართველი შემტევის განცხადებით, ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რომ განვითარება მოახერხოს.

„ვიცი, რომ „რუბინში“ ბევრ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ვიმედოვნებ, ადაპტაციას ადვილად გავივლი და „რუბინს“ მაქსიმალურად დავეხმარები. მთავარ მწვრთნელ რომან შარონოვთან ვისაუბრე, მითხრა დავალებები, რა უნდა გავაკეთო და ერთმანეთს კარგად გავუგეთ. მოუთმენლად ველოდები მომდევნო ვარჯიშს.

„რუბინში“ ჩემი მეგობარი ზუკა დავითაშვილი დამხვდა. ჩვენ ბავშვობა „დინამო თბილისში“ ერთად გავატარეთ და ნამდვილი მეგობრები ვართ. ზუკამ დამათვალიერებინა ბაზა და გამაცნო თანაგუნდელები.

ბოლო 6 თვე გავატარე მოსკოვის „ლოკომოტივში“, ეს შესანიშნავი დრო იყო. იჯარის ვადის დასრულების შემდეგ „რუბინი“ დამიკავშირდა.

ყაზანელთა წინადადებამ მომხიბლა, რადგან ჩემი ასაკიდან გამომდინარე პირველ რიგში თამაში და პროგრესი მინდა. ახლა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, მაგრამ მესმის, რომ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. ჩემი მთავარი ამოცანა განვითარება, პროგრესი, სათამაშო პრაქტიკა და რა თქმა უნდა, გუნდის დახმარებაა“, - უთხრა კვარაცხელიამ „რუბინის“ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ქართველმა შემტევმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" გაატარა და ახალი სეზონისთვისაც "რკინიგზელებთან" ერთად ემზადებოდა, მაგრამ საბოლოოდ "რუბინში" გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113882