ფეხბურთი

14:30 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო "რეალიდან" მიდის

"რეალის" ბრაზილიელი მცველი მარსელო კლუბს ტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, მარსელომ კლუბიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, რასაც გუნდის თავკაცებიც დაეთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო კარიერას ამ ოთხი გუნდიდან ერთ-ერთში გააგრძელებს, - "იუვენტუსი", პსჟ, "არსენალი", "მილანი".

ბრაზილიელი "სამეფო კლუბში" 2006 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად 20 ტიტული მოიგო. მარსელომ "რეალის" მაისურით 486 შეხვედრა ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109287