ფეხბურთი

9:04 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე ბრაზილიის ნაკრებიდან არ წავა

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე, კოპა ამერიკის დამთავრების შემდეგ თანამდებობას არ დატოვებს. ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ESPN-მა ტიტეს უახლოეს ადამიანებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს 58 წლის სპეციალისტი კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შედეგის მიუხედავად, ეროვნული გუნდიდან წასვლას აპირებდა.

ტიტე „პენტაკამპეონების“ დამრიგებელი 2016 წლის ივნისში გახდა. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელებმა 41 მატჩი გამართეს, 32-ჯერ გაიმარჯვეს და 7-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ დამარცხდნენ.

ტიტეს კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება.

კოპა ამერიკის ნახევარფინალში ბრაზილიელებმა არგენტინელებს 2:0 მოუგეს და 7 ივლისს, ფინალში, პერუს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

0.155664