ისტორია

9:46 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

5 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964. დაიბადა ლერი ხაბელოვი. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფალავანი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) ჩემპიონი. ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. მსოფლიოს თასის მრავალგზის მფლობელი. 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1899. ინგლისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ოლდჰემ ატლეტიკი”. 1907 წლიდან გამოდიოდა მეორე, ხოლო 1910-დან პირველ ლიგაში. 1915 წელს გახდა ინგლისის ვიცე-ჩემპიონი.

1929. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში ელენ მუდმა ელენ ჯეკობსი 6:1, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 42-ე გამარჯვებული გახდა.

1936. საბჭოთა კავშირში პირველად გამოავლინეს წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს ტიტული მოსკოვის “დინამოს” ფორვარდმა მიხაილ სემიჩასტნიმ მოიპოვა.

1958. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ავსტრიის დედაქალაქ ვენის “ვიენას” 6:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები იამანიძემ (2), მესხმა, დალაქიანმა, ხასაიამ და ბარქაიამ გაიტანეს. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე (კვაჭაძე), ჩოხელი, სიჭინავა, ხოჭოლავა, ხუნდაძე, ღოღობერიძე (რამიშვილი), დალაქიანი (ხასაია), ბარქაია, მელაშვილი, იამანიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანის წვრთნიდა.

1968. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, როდ ლეივერმა ტონი როჩი 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 83-ე გამარჯვებული გახდა.

1974. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დონ რივიმ სერ ალფ რამსეი შეცვალა. 1966 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი რამსეი ეროვნული გუნდის მიერ მუნდიალის საგზურის ვერ მოპოვების გამო გაათავისუფლეს.

1975. ამერიკელი არტურ ეში პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირი მოიგო.

1980. ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა ბიორნ ბორგმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირი.

1982. მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთელში (ესპანეთი). მეორე ფინალური B ჯგუფი: ინგლისი-ესპანეთი 0:0; მეორე ფინალური ჩ ჯგუფი: იტალია-ბრაზილია 3:2.

1986. მოსკოვში კეთილი ნების თამაშები გაიხსნა.

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მერვედფინალი: იტალია-ნიგერია 2:1 (დამატებითი დრო); ბულგარეთი-მექსიკა 1:1, პენალტებით ბულგარელებმა 3:1 მოიგეს.

1996. ინგლისურ პრემიერლიგაში მოასპარეზე “მიდლსბრომ” ფაბრიციო რავანელი 7 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

1997. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში მარტინა ჰინგისმა იანა ნოვოტნა დაამარცხა და ტურნირის რიგით 104-ე გამარჯვებული გახდა.

2000. რუს ჩოგბურთელ ანა კურნიკოვას კინოდებიუტი შედგა. მან ფილმში, _ “მე, ისევ მე და ირენი,” _ მიიღო მონაწილეობა.

2001. მადრიდის “რეალმა” ზინედინ ზიდანი იყიდა.

2006. ესპანური “ლევანტეს” მთავარ მწვრთნელად ლოპეს კარო დაინიშნა.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ნახევარფინალი: საფრანგეთი-პორტუგალია 1:0. გოლი ზინედინ ზიდანმა გაიტანა.

2008. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში ვინუს უილიამსმა თავისი უმცროსი და სერენა 7:5, 6:4 დაამარცხა და მეხუთედ გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული.

2008. კადეტთა ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე გიორგი მერმანიშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, შმაგი ლაგაზაური (50 კგ) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

2009. უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ამერიკელ ენდი როდიკს 5:7, 7:6, 7:6, 3:6, 16:14 მოუგო და მეექვსედ გახდა ამ შეჯიბრების გამარჯვებული. ამ მოგებით კი ფედერერმა დიდი სლემის ტურნირების სარეკორდო რაოდენობის გამარჯვებას, 15-ს მიაღწია.

2010. ჰოლანდიასთან წაგებული სამუნდიალე მეოთხედფინალის შემდეგ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარმწვრნელობიდან დუნგა გადააყენა.

2012. ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში რუსთავის “მეტალურგმა” გასვლაზე 3:0 მოუგო ალბანეთის “ტეუტა დურესს”, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” შინ ყაზახეთის “აკტობეს” 1:1 დაუზავდა.

2013. ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ხუან მარტინ დელ პოტრომ უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში გულშემატკივარს დაუვიწყარი სანახაობა აჩვენეს. საბოლოოდ ევროპელმა იმარჯვა 7:6, 4:6, 7:6, 6:7, 6:3 და ამ მოგებით “ნოლე” მეთერთმეტედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში. ჯოკოვიჩმა და დელ პოტრომ უიმბლდონის ნახევარფინალურ პაექრობათა ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარეს. მათ კორტზე 4 საათი და 27 სათამაშო წუთი გაატარეს. აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ივან ლენდლისა და ბორის ბეკერის 1989 წლის ნახევარფინალი გახლდათ (საათი და ერთი წუთი).

ამ დღეს დაიბადნენ

1879. დუაიტ ფილ დევისი. ჩოგბურთში “დევისის თასის” დამაარსებელი. ეს შეჯიბრება პირველად 1900 წელს ჩატარდა. მოგვიანებით დუაიტ დევისი აშშ-ის მთავრობის წევრი იყო. ის 1945 წელს გარდაიცვალა.

1905. ფრანტიშეკ სვობოდა. 1920-30-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და პრაღის “სლავიას” ფორვარდი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ქვეყნის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. ჩეხოსლოვაკიის შვიდგზის ჩემპიონი.

1920. სესარი. 1930-50-იან წლებში “ბარსელონას” ფორვარდი. კატალონიური კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1942. იოჰან ლიორი. 1960-70-იან წლებში გერმანელი ფორვარდი. 1972 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. 1968 წელს გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

1946. ჯუზეპე ფურინა. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1969-84 წლებში გამოდიოდა “იუვენტუსის” შემადგენლობაში და ტურინული კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. ფურინოს მოგებული აქვს სამივე ევროთასი (ჩემპიონთა, თასების და უეფას თასი), აგრეთვე ევროპის სუპერთასი. იტალიის რვაგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი.

1948. ერნესტო მასტრანხელო. 1970-იანი წლების არგენტინის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი (ფინალურ ტურნირზე სათადარიგოთა შორის იყო). საკლუბო დონეზე გამოდიოდა “რივერ პლეიტში” (1972-74), “სანტა ფესა” (1975) და “ბოკა ხუნიორსში” (1976-81). საკონტინენტთაშორისო და ორჯერ ლიბერტადორესის თასის მფლობელი. არგენტინის ჩემპიონი. წვრთნიდა “ბოკა ხუნიორსის” ახალგაზრდულ გუნდს და პარაგვაის 20 წლამდელთა ნაკრებს.

1949. ათანას მიხაილოვი. ბულგარეთის ნაკრებისა და სოფიის “ლოკომოტივის” ფორვარდი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. ბულგარეთის ჩემპიონი. 1979 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად.

1960. ვაჟა ჟვანია. თბილისის და ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი და საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი. 1980 წლის საკავშირო თასის ფინალისტი. საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 70 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 10 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. შედიოდა საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებთა შემადგენლობებში. 1980 წელს ტულონის საერთაშორისო ტურნირზე, საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

1964. ლერი ხაბელოვი. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფალავანი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) ჩემპიონი. ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. მსოფლიოს თასის მრავალგზის მფლობელი. 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.

1964. ვალერი მედვედცევი. ბიატლონისტთა შორის 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

1966. ჯანფრანკო ძოლა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. იტალიის ნაკრების, “ნაპოლის,” “პარმას,” “ჩელსისა” და “კალიარის” ფორვარდი. “ნაპოლიში” თამაშობდა დიეგო არმანდო მარადონასთან ერთად. “პარმას” შემადგენლობაში 1995 წელს მოიგო უეფას თასი, “ჩელსიში” გამოსვლისას კი 1998-ში დაეუფლა თასების თასს. მოგებული აქვს ევროპის სუპერთასი (1998). იტალიის ჩემპიონი (1990). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (1997, 2000). სპორტულმა ჟურნალისტებმა 1997 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდა “ვესტ ჰემს”.

1973. მიხალ სიკორა. ჩეხიის ჰოკეისტთა ნაკრების მცველი. 1998 წლის ზანთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 2000 წლის ჩემპიონი.

1975. ერნან ხორხე კრესპო. არგენტინის ეროვნული ნაკრების, “რივერ პლეიტის,” “პარმას,” “ლაციოს,” “ჩელსის,” “მილანის” და მილანის “ინტერის” ფორვარდი. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. გახდა ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1998, 2002 და 2006 წლების მუნდიალების მონაწილე. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის “ვერცხლის ბუცის” მფლობელი. 1995 წლის კონფედერაციათა თასის ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა 35 გოლი. ლიბერტადორესისა და უეფას თასების მფლობელი. ინგლისის (2006) და იტალიის სამგზის (2007, 2008, 2009) ჩემპიონი. 1993, 1994 და 1996 წლებში მოგებული აქვს არგენტინის აპერტურის ჩემპიონატი.

Loading...
0.142751